საფრანგეთში დღეს საბავშვო ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება. ანასტასია და რანინა ნიცაში, სცენაზე მე-10 ნომრად გამოვლენ და სიმღერას over the sky შეასრულებენ. გენერალური რეპეტიცია, რომელსაც ჟიური აფასებდა, კონკურსანტებმა გუშინ გაიარეს, თუმცა ქულები ჯერჯერობით ანონიმურია. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებ გვერდზე თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა ხმა მისცეთ ანასტასია ვასაძეს, ოთო ბაზერაშვილს და ნიკოლოზ ხარატს. შოუ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და ხმის მიცემაც სწორედ ამ დროს შეწყდება. შოუს ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში 19 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ