საბავშვო ევროვიზია 2018-ის გენერალური რეპეტიცია იწყება - რეპორტაჟი მინსკიდან
საბავშვო ევროვიზია 2018-ის გენერალური რეპეტიციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. მთელი დღის განმავლობაში რეპეტიციები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რეპეტიცია გაიარა ქართველმა კონკურსანტმა. თამარ ედილაშვილი დღეს მე-13 ნომრად წარსდგება და დღეს მიიღებს ჟიური გადაწყვეტილებას ქულების მინიჭების შესახებ, რომელიც ხვალ ფინალურ შოუზე გამოცხადდება. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით მინსკიდან.