თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვებგვერდზე http://kids.org.ge/ პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები შეძლებენ რეგისტრაციას, მეორე ეტაპზე თბილისის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულები, ხოლო მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს.
რაც შეეხება ვადებს, პირველი ეტაპი დღეიდან 16 ივლისამდე გაგრძელდება. მეორე 17 ივლისს 10 საათიდან და 24 ივლისამდე და მესამე 25 ივლისის დილის 10 საათიდან დაიწყება.