თბილისის მერიის ინიციატივა

თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქე ბავშვები ორშაბათიდან საჯარო ბაღებით უსასყიდლოდ შეძლებენ სარგებლობას, ასევე მათ გაუმარტივდებათ რეგისტრაციის წესიც. საკითხზე დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმსჯელებენ და ცვლილებას კენჭს უყრიან. სხდომა დღის ოთხ საათზეა ჩანიშნული და მმართველ გუნდს ოპოზიციონერი დეპუტატების სოლიდარობისა და ერთიანობის მოლოდინი აქვთ. ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეები თბილისში სხვა მუნიციპალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.