თბილისის ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ 12:00 საათზე დაიწყება.

მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონულად შეუძლიათ.

წელს თბილისის ბაღებში 15 000 აღსაზრდელს მიიღებენ, აქედან 3 000 ადგილი რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უკვე შეივსო.

მიმდინარე წელს 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, მერიაში ტენდერი უკვე გამოცხადდა 10 ახალი ბაღის მშენებლობაზე.

დედაქალაქის მერის თქმით, ბაღებში რეგისტრირება ნაცნობობით არ უნდა მოხდეს. კახა კალაძემ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მოუწოდა, საკითხი თავად გააკონტროლოს.