დახმარება საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულება.

საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ. დღესვე დედაქალაქის საკრებულოში საქველმოქმედო აქცია-შეხვედრა მოეწყო. თვითმმართველ ორგანოში უკრაინის მოქალაქეებს უმასპინძლეს. მათ თბილისის მერისგან საჩუქრებიც მიიღეს. პარალელურად სამთავრობო დონეზე, ასევე კერძო ბიზნესის და მოქალაქეების ჩართულობით ჰუმანიტარული დახმარებები გროვდება, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშებიც.