რა გამოწვევების წინაშეა საბავშვო ბაღები. აღმზრდელების კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურული პროექტები. ცხრა ახალი ბაღის აშენების მიუხედავად, თბილისში 8000 ბავშვი დაწესებულებების გარეთ დარჩა. ამის პარალელურად, წლის ბოლომდე იმ პირების გადამზადება მოხდება, ვინც, თავის მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლებაში, ბაგა ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს დაეხმარებიან.
პროცესი დაწყებულია, თუმცა, UNICEF, რომელმაც პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა, სამინისტროს მაღალი ხარისხის მისაღწევად დამატებითი დროის გამოყოფას ურჩევს.