როცა ბანკიდან სესხის აღება გვინდა, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთით ვინტერესდებით. არჩევანი კი დიდი არ გვაქვს – ბაზარზე 2 მსხვილი მოთამაშეა და მათი პირობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
კურსის რყევის შედეგად წაგებულია ის, ვინც სესხი უცხოურ ვალუტაში აიღო, თუმცა, გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, უფრო ცუდ პირობებში არიან ის მოქალაქეები, რომლებიც კრედიტის ასაღებად ეროვნულ ვალუტას ირჩევენ.
საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ რაც მეტია კონკურენცია, მით უფრო მოგებული რჩება კლიენტი.
სანდრო ჯუფალაკიანი ბანკთა შორის კონკურენციაზე.