კონსულტაციები დაიწყო. საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად პოლიტიკური სპექტრი დღეს ერთ მაგიდასთან დაჯდა. კახეთში სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრას მმართველ გუნდთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
პოლიტიკური ძალები მესამე სექტორთან ერთად თანხმდებიან, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ნულოვანი ბარიერი.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია სამპროცენტიან ბარიერს და ბლოკების შექმნის უფლებას ითხოვს.
პოლიტიკოსები კახეთში საკუთარი წინადადებებით ჩავიდნენ. საარჩევნო სისტემის გარდა სამუშაო ჯგუფი სამი დღის განმავლობაში იმ რეკომენდაციებსაც განიხილავს, რომლებიც ეუთო-მ ბოლო არჩევნების შემდეგ გასცა.