შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციასთან

ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციას შეხვდა.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, დელეგაციას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებს კონკრეტული წერილები მიწერეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვების განხორციელების თხოვნით.