საარჩევნო შეხვედრა ფოთში

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, ფოთის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ლიდერმა ფოთში მცხოვრები ადამიანების პრობლემები მოისმინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, ფოთს საკმარისი ყურადღება არ მიექცა.