„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ბაღდათში შეხვდა.
უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება, დაბალი პენსია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სამუშაოდ უცხოეთში წასული ოჯახის წევრები ის პრობლემებია, რომლებზეც დავით ბაქრაძის განცახდებით, ადგილობრივები საუბრობენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერების პრობლემები მოისმინა და მშვიდობიანი ცვლილებების და არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.