მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები შეცვლილი კანონმდებლობით და სისტემით ჩატარდება.
პარლამენტში ინიცირებული და განხილვების სტადიაზე მყოფი საარჩევნო რეფორმის პროექტს ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი დღეს მესამე სექტორთან ერთად განიხილავდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კანონპროექტის ინიციატორებს ის ტექნოლოგიური სიახლე გააცნეს, რომელიც არჩევნების დღის ბოლოს ხმების ელექტრონულად დათვლას გულისხმობს. საუბარია ხმების მთვლელ აპარატზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება და საპილოტე პროექტის სახით საქართველოშიც დატესტილია. კანონპროექტში ჩაწერილია, თუმცა არჩევნებზე რომელიმე ელექტრონული მოდელის გამოყენება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჯერ შესაძლო ვარიანტებს არჩევს.