საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება. პოლიტიკურმა კონკურენტებმა ბოლო დეტალები უნდა შეაჯერონ. ამ დრომდე სადავო რჩება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, ის ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი. საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება, პარალელურად, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.