ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. კანონპროექტს დეპუტატებს გივი მიქანაძე გააცნობს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებისთვის დელეგატის ცნება შემოდის, რომელიც კონკრეტული უბნისა თუ რაიონის მოსახლეობის საჭიროებებზე პასუხისმგებელი პირი იქნება.

ამასთან, ცვლილებები შედის საკრებულოებში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისთვის. კერძოდ, უქმდება საარჩევნოდ დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ზღვარი, შესაბამისად, საკრებულოში ის აირჩევა, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება.