საარჩევნო კოდექსის განხილვა

საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს დღესვე უყრის. დოკუმენტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. ამავე პაკეტით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს.