თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი, სადღესასწაულო განწყობაა.
მთელი დღის განმავლობაში აქ პატარებს თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი და ზღაპრების გმირები ხვდებიან. იმართება კონცერტებიც.
ჩვენი კორესპონდენტი ლიზა ციციშვილი იმყოფება საახალწლო სოფელში, სადაც რამდენიმე წუთში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი უნდა დაიწყოს.