ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
ხაშურის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კოსტიუმირებული ანიმაციური გმირების მსვლელობა. კონცერტზე კი ხაშურელი მსმენელის წინაშე „ალილო“ და „რეგიონი“ წარდგნენ.