მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება დღეს ჩხოროწყუში გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმაშენებლის ქუჩაზე ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეებისა და კვების სივრცეები. საახალწლო ღონისძიება ჩხოროწყუში ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიება ასევე გაიმართება მარტვილშიც. ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის. სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართება. ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, 18 საათზე კი სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.