საახალწლო ღონისძიებები შუახევში

წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა შუახევში. ღონისძიების „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოს გადაღების სტენდები და ინსტალაციები, სადღესასწაულო აქტივობები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გათვლილი იყო ყველა თაობის ადამიანზე.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, სადაც პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.

წელს შუახევი ახალ წელს ახალი საახალწლო განათებებით შეხვდა, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციისგან საჩუქრად გადაეცა.