ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მარტვილში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ეწყობა საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიებები 14 საათზე დაიწყება. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 18 საათიდან მარტვილელებს წინაშე ჯგუფი „ლენდი“ და ანსამბლი „დიდგორი“ წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. პრემიერის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში იმართება და დაცულია კოვიდრეგულაციები.