საქართველოს მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში საბავშვო გასართობი სივრცეებია მოწყობილი. მზადება დილიდან მიმდინარეობს სიღნაღში. უკვე განთავსდა ფოტოგადასაღები სივრცეები, თოვლის პაპა პატარებს საჩუქრებს გადასცემს. მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ბავშვების საყვარელი გმირები მათ გამხიარულებასა და საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და ნუგბარის საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. დაგეგმილ კონცერტებში ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობენ. საღამოს 18:00 საათზე ქალაქ წნორში გალაკონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.