საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილია საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. მზადება დილიდან მიმდინარეობს ხობში. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ღონისძიებები ორ საათზე დაიწყება. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 17:00 საათიდან კი ხობელების წინაშე ჯგუფი „ბანი“ და „ღამის შოუს“ ბენდი წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება ხობში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.