პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები იმართება. დღეს ჩხოროწყუში საშობაო ბაზრობები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართება კონცერტი, წინასაახალწლო ღონისძიება ჩხოროწყუში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.