სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის სათავეში ჩადგომას გეგმავს და არჩევნებში აქტიურობას აანონსებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ბრალდების ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია „7 ნოემბრის“ და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე. მან ისაუბრა პოლიტიკურ პროცესებზე და არა საქმის დეტალებზე. სხდომათა დარბაზში მისი დისტანციურად ჩართვის შემდეგ, ამ წუთებში ბრალდების მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. უსმენენ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავს.