საერთო ოპოზიციური სია - შეფასებები

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ოპოზიციის მიერ ერთიანი სიის შექმნას ეხება. მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების პროცესზე, დისტანციური ჩართვისას გუშინ განაცხადა, რომ ერთიანი სიით უნდა მოხერხდეს ხელისუფლებაში პროფესიონალების მოყვანა.