იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რვა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. საკითხს საბჭოს წევრებმა კენჭი დღეს უყარეს.
საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც აქამდე თანამდებობებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებდნენ. მათთან გასაუბრება 22 ნოემბერს შედგა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მოსამართლის მანტია უვადოდ, შესაძლოა, სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემაც მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ მას არ მიუმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, მისი შეფასების პროცესი უკვე დაიწყო. ლევან მურუსიძეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 4 იანვარს ეწურება.