რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ცვლილებებით, ქართულ სივრცეში უნდა შეიზღუდოს როგორც რუსული ფული და ფინანსები, ამავდროულად უფრო გამჭვირვალედ უნდა დაიხარჯოს საჯარო ფინანსები, რათა საბიუჯეტო სახსრებით არ დაფინანსდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობას პარტია რამდენიმე დღეში დაასრულებს და პარლამენტს წარუდგენს. როგორც ავტორები ამბობენ, ინიციატივა ცვლილებებს ერთდროულად რამდენიმე კანონში ითვალისწინებს, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების, გრანტების, რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.
ინიციატივის დეტალები „ევროპულმა საქართველომ“ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.