საქართველოში რუსული გემის შემოსვლას ფინანსთა მინისტრი ეხმიანება. მისი განცხადებით, გემის შემოსვლა პორტში იყო ლეგიტიმური, რადგან არც გემი და არც მისი მეპატრონე არ იყო სანქცირებული, შესაბამისად საზღვაო სააგენტომ მისცა გემს უფლება შესულიყო პორტში. მისი განმარტებით, ტვირთის გადამოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ უშუალოდ კომპანია, რომლის მიერაც გამოიგზავნა ტვირთი, იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ საკითხის დაზუსტებისთანავე, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს და უკვე მეორე დღესვე დილით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს, ტერიტორია დაატოვებინეს.