რუსთავის ბიუჯეტის პროექტი

მორიგი კრიზისი რუსთავის საკრებულოში.

ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული თვითმმართველი ორგანო მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. მიზეზად პრიორიტეტების არასწორად გადანაწილება და საკრებულოს საჭიროებების იგნორირება სახელდება. 112 მილიონი ლარით განსაზღვრული მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მერიას ბიუჯეტის კორექტირებისა და ახალი ვერსიის გადასაგზავნად დრო 10 დეკემბრამდე აქვს. ოპოზიციურ პარტიებს ბიუჯეტის ჩაგდების ბერკეტი გააჩნიათ, რადგან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რუსთავის საკრებულო იმ საკრებულოების რიცხვში აღმოჩნდა, სადაც ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. რუსთავის მერი ოპონენტებს პირად ინტერესებზე მიუთითებს.