„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების აქცია დილიდან განახლდა. გაფიცულები ქარხნის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. აქციის მონაწილეები საშუალო ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამ დრომდე ბლოკირებულია ქარხნის შესასვლელი.

მოამბე