სახელმწიფო ანსამბლმა „რუსთავმა” 50 წლის იუბილე აღნიშნა. თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
ანსამბლმა, რომლის ანგარიშზე 80-ზე მეტი ქვეყნაში გამართული 5 000 კონცერტია, საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი ხალხური სიმღერები შეასრულეს.
საიუბილეო კონცერტი ფესტივალის „შემოდგომის თბილისის” ფარგლებში მოეწყო.