პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის და ასევე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ისევ საპროტესტო აქცია იწყება.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით, ახალგაზრდები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმა მათთვის მიუღებელია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისგან დამატებითი განმარტებების გაკეთებასაც ელოდებიან.