კრემლში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებისას ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსსა და რუსეთს შორის საერთაშორისო არენაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს. ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომაში, რომელიც დღეს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვედრისას ლუკაშენკომ და პუტინმა შესაძლოა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბელარუსის ინიციატივა განიხილონ.