რუსული არმია უკრაინის დედაქალაქს უტევს – გამოცხადდა საჰაერო განგაში, კიევის ოლქში შეტაკებებია, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხერსონსა და ხარკოვშიც. არიან დაღუპულები და დაშავებულები – ასეთია ბოლო ცნობები უკრაინიდან.
დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაიკავეს, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ისევ აგრძელებენ ხერსონისთვის ბრძოლას. ხარკოვში ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობდა, საჰაერო დარტყმა განხორციელდა ჟიტომირზე.
რა განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რა ვითარებაა ამ წუთებში უკრაინაში – თამთა რუხაძე გვიერთდება ბოლო ინფორმაციით.