რუსეთის სამმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

უკრაინული დრონების მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. საფრთხის გამო, მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. უწყების ცნობით, დილით გაანადგურეს 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე. უპილოტო საფრენი აპარატები ასევე ჩამოაგდეს ბრიანსკის, ორლოვის, კალუგის, კურსკის და ტულის ოლქებში. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ერთ-ერთ დასახლებაში ცეცხლი ორ სახლს გაუჩნდა. დაშავებულია ერთი ქალი. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრაიანკის ოლქში საბრძოლო მასალის საცავები დაბომბა, სადაც სულ მცირე რვა აფეთქების ხმა გაისმა.