ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მავნებლურს და დამაზიანებელს უწოდებს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის საკითხის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, არასწორია. მათი თქმით, ჰუმანიტარული კუთხით ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.