რუსეთის იერიში ქალაქ კრამატორსკზე. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ გუნდის წევრი, რაიან ევანსი გარდაიცვალა და ორი ჟურნალისტი დაშავდა. რაიან ევანსი „როიტერში“ უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. „როიტერის“ გუნდის წევრები სასტუმრო საფირში ცხოვრობდნენ, სწორედ ამ ადგილზე განხორციელდა რუსეთის იერიში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რაიან ევანსის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ევანსი ყოფილი ბრიტანელი სამხედროა, ის „როიტერსში“ 2022 წლიდან მუშაობდა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.