პუტინის გადაწყვეტილება – რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ფრენები პუტინს სანქცირებული შავი ფულისა და ოქროს გადასატანად სჭირდება, ამაში კი საოკუპაციო რეჟიმს, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს იზიარებენ „სტრატეგია აღმაშენებელში“, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებშიც აქტიურად ერევა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც ოპონენტებს ახსენებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა საქართველომ, არამედ რუსულმა მხარემ მიიღო. „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველო სანქცირებულ ავიაკომპანიებთან არ ითანამშრომლებს.