რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასირებულ შეტევას ახორციელებს. მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქებების შესახებ იუწყება კიევში, დნეპრში, ხარკოვში, ოდესაში, კრივოი როგსა და კროპივნიცკიში. ვოლინის რაიონის ქალაქ ლუცკში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაშავებულები. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.