რუმინეთი განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე – ეს არის ერთ-ერთი მთავრი გზავნილი, რომელსაც რუმინული მხარე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე აჟღერებს. ქართველი დეპუტატები ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე რუმინელ კოლეგებს სენატში.