რუხის კლინიკა მრავალპროფილური გახდა.
სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს ყველა სფეროში მოემსახურება. მათ შორისაა ის მიმართულებები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. იგულისხმება ნეიროქირურგია, ენდოპროთეზირება და რამდენიმე სხვა სერვისი. გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც.
საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, 2020 წელს კი მხოლოდ კოვიდ-კლინიკის სტატუსით მოუწია გახსნა. მას შემდეგ სამედიცინო დაწესებულებამ ასეულობით პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც მიიღო.