კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა კლინიკა დატოვა. კახა კალაძემ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე  თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდი მკურნალობას სახლში გააგრძელებს. მან ექიმებს და საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადაუხადა. 26 მარტს დედაქალაქის მერმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. კალაძეს ვესტიბულოპათია დაუდგინდა.

მოამბე

დატოვე კომენტარი