მედიკოსთა კონფერენცია

ნევროლოგია, ნეიროქირურგია და ნეიროკრიტიკული მედიცინა – ამ თემებზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა „ჯეოჰოსპიტალსის“ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს. კონფერენციის მსვლელობისას უახლესი ტენდენციების შესახებ ინდოეთიდან და თურქეთიდანაც ისაუბრეს.

საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „ჯეოჰოსპიტალსის“ ორგანიზებით ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანი კლინიცისტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.