ზუგდიდის ინფექციურში კოვიდ-19-ის რვა შემთხვევა დადასტურდა

რვა ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი ზუგდიდის ინფექციურში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ერთი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, მშობლები ცხრა თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ისინი ანაკლია- განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ შვიდ პაციენტს, ისინი ე.წ. საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელი, დანარჩენები კი, მათი კონტაქტებია.

65 პაციენტი რჩება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათგან 61 კოვიდინფიცირებული, ოთხი კი – ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით.