რაჭაში ყურძნის კრეფა აქტიურ ფაზაშია.
მოსახლეობა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია. ადგილობრივები არც პროდუქციის ფასს უჩივიან.
ხვანჭკარის სამასალე ჯიშებს ქარხნები საშუალოდ შვიდ ლარად იბარებენ. შარშანდელისგან გასხვავებით, როდესაც რაჭა აქციებმა მოიცვა, წელს რეგიონში სიმშვიდეა.
მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მწარმოებლები წელს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავენ.