კვლავ საგანგაშოა „კოვიდ-19“-ის ლეტალობის დღიური მაჩვენებელი. გასულ 24 საათში ვირუსს 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა 4 031 ახალი ინფიცირებული. სპეციალისტების განცხადებით, სიკვდილიანობის შემცირება მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. მათი ვარაუდით, ლეტალობის მსგავსი ყოველდღიური მონაცემი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს. გამოსავალი რეკომენდაციებისა და შეზღუდვების ზედმიწევნით დაცვასა და მოქალაქეების მასობრივ ვაქცინაციაშია.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრილმა მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ ფულადი ჯილდო. მისი თქმით, იგეგმება სპეციალური ლატარიის გათამაშება. – თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.