თურქეთი S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს რუსეთისგან 2019 წელს მიიღებს
თურქეთი S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს რუსეთისგან 2019 წლის ივლისში მიიღებს. მანამდე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდება თურქეთისთვის 2020 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა. თუმცა, ანკარაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
ამას გარდა, პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. გარდა ამისა, როგორც პუტინმა აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიდ ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალის საკითხს.
დღეს თურქეთში ერდოღანსა და პუტინს ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც შეუერთდება. პრეზიდენტები სამმხრივ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.