რომის პაპმა სააღდგომო ლიტურგია აღავლინა

კათოლიკური ეკლესია დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. რომის პაპმა ტრადიციულად სააღდგომო ლიტურგია აღავლინა და მორწმუნეებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართა. ქადაგებაში პაპმა უკრაინელ და რუს ხალხს – მშვიდობა, ტყვეებს – სახლებში დაბრუნება და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში ომის დასრულება უსურვა. პაპმა ფრანცისკემ სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლზე და სოლიდარობის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ასევე, მშვიდობის დასამკვიდრებლად ისრაელსა და პალესტინელებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. ამასთან, რომის პაპმა აფრიკის ქვეყნებში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.