ბენედიქტ XVI-ის სამოქალაქო პანაშვიდი

რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ ხვალ დაკრძალავენ. მანამდე ვატიკანში პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც ბენედიქტ მეთექვსმეტისთვის პატივის მისაგებად ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი მიდის.

პაპი ბენედიქტე კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პაპი, რომელმაც 2013 წელს, ვატიკანის ისტორიის ბოლო 600 წლის განმავლობაში, პოსტი ნებაყოფლობით დატოვა. ის ასევე იყო რომის პირველი გერმანელი პაპი ბოლო 1000 წლის განმავლობაში.

ხვალ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპის დაკრძალვაზე 60 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.

ადგილზე მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე ვატიკანიდან.